---
title: "მუხლი 1 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/1"
law: "წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
article: "1"
identifier: "969-IIს"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2018-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2018-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2018-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/1

ეს კანონი, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების (შემდგომ −  ჟენევის კონვენციები) და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად, იცავს:
ა) თეთრ ფონზე წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებს (შემდგომ − ემბლემა). წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემები მოცემულია ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართში, ხოლო წითელი კრისტალის ემბლემა − ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში;
ბ) სახელწოდებებს − „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და  „წითელი კრისტალი“;
გ) სამედიცინო დაწესებულების, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებისა და სამედიცინო პერსონალის იდენტიფიცირებისთვის განკუთვნილ ემბლემას − განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც მოცემულია  ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართსა და ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/2.md
