---
title: "მუხლი 11 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/11"
law: "წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
article: "11"
identifier: "969-IIს"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2018-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2018-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2018-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/11

1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა სახელწოდებასთან და ინიციალებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ბუნებრივი კატასტროფის ზონაში, თავისი პერსონალის, დანაყოფისა და სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის (შემდგომ − რეგულაცია) შესაბამისად. ამ შემთხვევაში ემბლემა მცირე ზომის უნდა იყოს.

2. სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის ეროვნული საზოგადოება უფლებამოსილია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუამდგომლობითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიყენოს ემბლემა განმასხვავებელი ფუნქციით ან საკუთარი ლოგო ამ კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/12.md
