---
title: "მუხლი 12 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/12"
law: "წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
article: "12"
identifier: "969-IIს"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2018-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2018-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2018-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/12

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თავისი ლოგო ბეჭდვით პროდუქციაზე, სარეკლამო მასალებსა და გასაყიდ საგნებზე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების, რეგულაციის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლოგო ისე უნდა იყოს გამოსახული, რომ შენარჩუნებული ჰქონდეს თავისი ფუნქცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/13.md
