---
title: "მუხლი 18 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/18"
law: "წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
article: "18"
identifier: "969-IIს"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2018-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2018-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2018-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/18

იმ პირებს, რომლებიც საქართველოს მიერ ჟენევის კონვენციების მესამე დამატებითი ოქმის სავალდებულოდ აღიარებამდე იყენებდნენ წითელი კრისტალის ემბლემას ან სახელწოდებას „წითელი კრისტალი“ ან ისეთ ნიშანს, რომელიც მისი იმიტაციაა, უფლება აქვთ, კვლავ გამოიყენონ ეს სიმბოლო იმ პირობებით, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს აღნიშნული პირები მას იმგვარად არ გამოიყენებენ, თითქოს ისინი ჟენევის კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობენ, და რომ ამ სიმბოლოს გამოყენების უფლება აღნიშნულ პირებს ამ კანონის მიღებამდე ჰქონდათ მინიჭებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/19.md
