---
title: "მუხლი 6 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/6"
law: "წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ"
article: "6"
identifier: "969-IIს"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2018-10-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2018-10-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2018-10-31), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/6

1. ამ კანონის მე-4 და მე-15 მუხლებში აღნიშნულ პირებს და აღნიშნული დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება, თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ მოწმობის ფორმა და შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს ჟენევის კონვენციებითა და მათი პირველი დამატებითი ოქმის პირველი დანართით დადგენილ სტანდარტებს, მათ შორის, მოწმობაზე უნდა იყოს ფოტოსურათი და ბეჭედი ემბლემის გამოსახულებით. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან, ატარონ სამკლავური ემბლემის გამოსახულებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მოწმობებსა და სამკლავურებს აღრიცხავს და გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3708192-witeli-jvris-witeli-nakhevarmtvarisa-da-witeli-kristalis-emblemebisa-d/7.md
