---
title: "მუხლი 1 — სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3769885-sakhelmwipos-mier-dapinansebul-gamogonebaze-an-da-sasargeblo-modelze-m/1"
law: "სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3769885"
adopted: "2017-08-07"
consolidated_as_of: "2017-08-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2017-08-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2017-08-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3769885-sakhelmwipos-mier-dapinansebul-gamogonebaze-an-da-sasargeblo-modelze-m/1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი  სამთავრობო კომისია (შემდგომში
–
კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
–
კომისიის  თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
–
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
სსიპ
–
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
–
კომისიის მდივანი;
სსიპ
–
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის
–
„საქპატენტის“ თავმჯდომარე;
სსიპ
–
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.

2. დამტკიცდეს  თანდართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის საქმიანობის წესი.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3769885-sakhelmwipos-mier-dapinansebul-gamogonebaze-an-da-sasargeblo-modelze-m/2.md
