---
title: "მუხლი 5 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3811829-acharis-avtonomiuri-respublikis-shesakheb/5"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 3811829"
adopted: "2017-10-13"
consolidated_as_of: "2017-10-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

> Text consolidated as of 2017-10-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2017-10-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3811829-acharis-avtonomiuri-respublikis-shesakheb/5

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №16, 4.07.2004, მუხ.

53).

3. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. საქართველოს ორგანული კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კონსტიტუციური კანონის დამტკიცებამდე ძალაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედი დებულებები.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
13 ოქტომბერი 2017 წ.
N1325-რს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3811829-acharis-avtonomiuri-respublikis-shesakheb/4.md
