---
title: "მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები — საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3925611-sakartvelos-sakhelmwipo-jildoebisa-da-premiebis-shesakheb/5"
law: "საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 3925611"
adopted: "2017-12-14"
consolidated_as_of: "2021-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები — საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2021-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3925611-sakartvelos-sakhelmwipo-jildoebisa-da-premiebis-shesakheb/5

1. პირს ამ კანონით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთან (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ვ“, „ა.ზ“, „ბ.გ“ ან „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) და საქართველოს სახელმწიფო პრემიასთან ერთად ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი შემდეგი ოდენობით:
ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენისთვის – 15 000 ლარი;
ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენისთვის – 6 000 ლარი;
გ) დავით აღმაშენებლის ორდენისთვის – 4 000 ლარი;
დ) თამარ მეფის ორდენისთვის – 1 000 ლარი;
ე) ბრწყინვალების ორდენისთვის – 1 000 ლარი;
ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენისთვის – 2 000 ლარი;
ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისთვის – 1 000 ლარი;
თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენისთვის – 600 ლარი;
ი) ღირსების ორდენისთვის – 600 ლარი;
კ) მედლისთვის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;
ლ) მედლისთვის „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი;
მ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისთვის − 10 000 ლარი;
ნ) საქართველოს ეროვნული პრემიისთვის − 10 000 ლარი;
ო) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიისთვის − 5 000 ლარი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „მ“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემიისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემელი − საქართველოს მოქალაქეს, უცხოელს, მოქალაქეობის არმქონე პირს.

3. პირს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, გადაეცემა შესაბამისი პრემიის ლაურეატის დიპლომი და სამკერდე ნიშანი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატისთვის გადასაცემი სამკერდე ნიშნების აღწერილობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებებიდან.
საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3925611-sakartvelos-sakhelmwipo-jildoebisa-da-premiebis-shesakheb/4-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3925611-sakartvelos-sakhelmwipo-jildoebisa-da-premiebis-shesakheb/5-1.md
