---
title: "მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3925611-sakartvelos-sakhelmwipo-jildoebisa-da-premiebis-shesakheb/8"
law: "საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 3925611"
adopted: "2017-12-14"
consolidated_as_of: "2021-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2021-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3925611-sakartvelos-sakhelmwipo-jildoebisa-da-premiebis-shesakheb/8

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს 1992 წლის 24 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ.

100);
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულება „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“;
გ) საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554-რს დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“;
დ) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №362 დადგენილება „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ამ კანონის პირველი−მე-6 მუხლები და ამ მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
14 დეკემბერი 2017 წ.
N1742-Iს

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3925611-sakartvelos-sakhelmwipo-jildoebisa-da-premiebis-shesakheb/7.md
