---
title: "მუხლი 11. სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/11"
law: "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 3936688"
adopted: "2017-12-13"
consolidated_as_of: "2024-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2024-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2024-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/11

უფლების მფლობელს სამსახურის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენების (გამჟღავნების) უფლება აქვს:
ა) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის დადგენის მიზნით სასამართლოში საქმის წარმოების დასაწყებად და საქმის წარმოებისას;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ საქმეს აწარმოებენ იმ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები, სადაც შეჩერებულ იქნა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებული საქონელი;
გ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევით წარმოებულ საქონელთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასაწყებად და გამოძიების მიმდინარეობისას;
დ) ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად;
ე) საქონლის განადგურებაზე ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი თანხმობის მისაცემად;
ვ) საქონლის მფლობელისათვის ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგარანტიო თანხაზე თანხმობის მისაცემად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/12.md
