---
title: "მუხლი 13. გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/13"
law: "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 3936688"
adopted: "2017-12-13"
consolidated_as_of: "2024-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. გამონაკლისები ამ კანონის მოქმედებიდან — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2024-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2024-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/13

ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) არაკომერციული დანიშნულების მცირე რაოდენობის საქონელზე, რომელიც მოთავსებულია მგზავრის ბარგში ან ხელბარგში ან/და განკუთვნილია პირადი მოხმარებისათვის;
ბ) ორიგინალ საქონელზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი გადაადგილება უფლების მფლობელის თანხმობის გარეშე ხდება;
გ) საქონელზე, რომელიც დამზადებულია უფლების მფლობელის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ და რომელიც წარმოებულია ამ პირსა და უფლების მფლობელს შორის შეთანხმებულზე მეტი რაოდენობით;
დ) სისხლის სამართლის პროცესის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/14.md
