---
title: "მუხლი 3. უფლების მფლობელის უფლებების დაცვა — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/3"
law: "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 3936688"
adopted: "2017-12-13"
consolidated_as_of: "2024-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. უფლების მფლობელის უფლებების დაცვა — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2024-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/3

1. სამსახური იცავს უფლების მფლობელის უფლებებს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე, რომელიც შეტანილია რეესტრში.

2. სამსახური უფლებამოსილია დაიცვას უფლების მფლობელის უფლებები ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზედაც, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში.

3. სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების მფლობელის უფლებებს იცავს ამ კანონით გათვალისწინებული სასაზღვრო ღონისძიებების გამოყენებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/4.md
