---
title: "მუხლი 6. რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/6"
law: "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 3936688"
adopted: "2017-12-13"
consolidated_as_of: "2024-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლებების დარღვევით წარმოებული საქონლის შეჩერება — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2024-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2024-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/6

1. თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ეს საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ.

2. სამსახურის გადაწყვეტილება და საქონლის იმპორტიორის, ექსპორტიორის ან/და მფლობელის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. აღნიშნული გადაწყვეტილება და განმცხადებლის სახელი (სახელწოდება) და მისამართი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქონლის მფლობელს.

3. საქონლის შეჩერებამდე სამსახურს უფლება აქვს, საქონლის იდენტიფიცირების მიზნით განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია მისი კუთვნილი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის შემცველი საქონლის ფაქტობრივი/სავარაუდო რაოდენობის, სახეობისა და გამოსახულების (საქონლის, მათ შორის, მისი შესაფუთი მასალის, ამსახველი ფოტოსურათები) შესახებ და მოსთხოვოს მას საქონლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4912 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/7.md
