---
title: "მუხლი 9. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/9"
law: "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 3936688"
adopted: "2017-12-13"
consolidated_as_of: "2024-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

> Text consolidated as of 2024-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/9

1. სამსახური საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას აუქმებს:
ა) განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე, თუ იგი ადასტურებს, რომ საქონელი კონტრაფაქციული არ არის;
ბ) თუ სამსახურმა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრიდან ამოღების შესახებ;
გ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

2. განმცხადებელი ვალდებულია შეასრულოს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენისას ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად აღებული ვალდებულება მას შემდეგ, რაც მიეცემა შეჩერებული საქონლის შემოწმების საშუალება და სამსახურის ან/და განმცხადებლის ეჭვის საფუძვლიანობა ვერ დადგინდება.

3. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შეჩერების შესახებ შეტყობინების მიღებიდან საქონლის შენახვის ხარჯები განმცხადებელს ეკისრება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3936688-intelektualur-sakutrebastan-dakavshirebul-sasazghvro-ghonisdziebata-sh/10.md
