---
title: "მუხლი 1. ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/1"
law: "საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "1"
identifier: "1775-Iს"
adopted: "2017-12-15"
consolidated_as_of: "2019-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობები — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2019-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2019-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/1

1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან (შემდგომ − სავალდებულო დაზღვევა) დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/2.md
