---
title: "მუხლი 15. ინფორმაციით უზრუნველყოფა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/15"
law: "საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "15"
identifier: "1775-Iს"
adopted: "2017-12-15"
consolidated_as_of: "2019-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ინფორმაციით უზრუნველყოფა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2019-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2019-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/15

1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია დაამუშაოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ შესაბამისი მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ცენტრისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გადაცემა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. ცენტრი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, რომლებიც მისთვის საქმიანობის განხორციელებისას გახდა ცნობილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/16.md
