---
title: "მუხლი 5. სადაზღვევო პრემიის ოდენობა დაზღვევის პერიოდის მიხედვით — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/5"
law: "საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ"
article: "5"
identifier: "1775-Iს"
adopted: "2017-12-15"
consolidated_as_of: "2019-12-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სადაზღვევო პრემიის ოდენობა დაზღვევის პერიოდის მიხედვით — საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

> Text consolidated as of 2019-12-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2019-12-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/5

ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის და დაზღვევის პერიოდის მიხედვით სადაზღვევო პრემიის ოდენობაა:
ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ
3
-ზე მეტია: 15 დღე – 20 ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი;
ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295 ლარი;
გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი, 1 წელი – 480 ლარი;
დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება: 15 დღე – 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1 წელი – 610 ლარი;
ე) მისაბმელისათვის: 15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145 ლარი;
ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის: 15 დღე – 25 ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3949505-sakartvelos-teritoriaze-modzravi-utskho-sakhelmwiposhi-registrirebuli-/6.md
