---
title: "მუხლი 14. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის ფულადი ჯილდო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/14"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "14"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურის ფულადი ჯილდო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/14

ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
თავი IV
საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შრომის ანაზღაურება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/15.md
