---
title: "მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/18"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "18"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/18

1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.

2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოს უმაღლეს კოეფიციენტს.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3891 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4084 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/17-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/19.md
