---
title: "მუხლი 21. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ფულადი ჯილდო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/21"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "21"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ფულადი ჯილდო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/21

1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა) ფულადი ჯილდო არ ეძლევათ.

2. საქართველოს მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის შეიძლება მიეცეთ ფულადი ჯილდო ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1754 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
თავი VI
სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/22.md
