---
title: "მუხლი 22. სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/22"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "22"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/22

1. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ან/და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლისადმი დაქვემდებარებულ/მის მიერ დაფუძნებულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებული სახელმწიფო მოსამსახურის (გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და მოხელისა) თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტზე ნამრავლს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/23.md
