---
title: "მუხლი 23. სახელმწიფო მოსამსახურის სახელფასო დანამატი — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/23"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "23"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სახელმწიფო მოსამსახურის სახელფასო დანამატი — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/23

1. სახელმწიფო მოსამსახურეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი.

2. სახელმწიფო მოსამსახურეს სახელფასო დანამატი ეძლევა ზემდგომი თანამდებობის პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

3. იმ სახელმწიფო მოსამსახურისთვის სახელფასო დანამატის განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელიც იმავდროულად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელია, ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – თავად სახელმწიფო მოსამსახურის გადაწყვეტილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/24.md
