---
title: "მუხლი 24. სახელმწიფო მოსამსახურის ფულადი ჯილდო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/24"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "24"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფო მოსამსახურის ფულადი ჯილდო — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/24

1. სახელმწიფო მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინების საფუძველზე, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის და შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

2. იმ სახელმწიფო მოსამსახურისთვის ფულადი ჯილდოს განსაზღვრის უფლებამოსილება, რომელიც იმავდროულად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელია, ხორციელდება ზემდგომი თანამდებობის პირის/ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – თავად სახელმწიფო მოსამსახურის გადაწყვეტილებით.
თავი VII
საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/25.md
