---
title: "მუხლი 33. კერძო სექტორთან კონკურენციის დაძლევის შესაძლებლობა — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/33"
law: "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ"
article: "33"
identifier: "1825-რს"
adopted: "2017-12-22"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. კერძო სექტორთან კონკურენციის დაძლევის შესაძლებლობა — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/33

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს იმ პროფესიათა/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხა და შესაბამისი შრომის ანაზღაურების წესი, რომელთათვისაც მოითხოვება ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია, რომლებიც შრომის ბაზარზე იშვიათი და დეფიციტურია, ან/და რომელთა შესაბამისი შრომის ანაზღაურება კერძო სექტორში მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სამსახურში არსებულ შრომის ანაზღაურებას.

2. საჯარო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადგენს კონკრეტული თანამდებობისთვის/პოზიციისთვის განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობის შინაარსის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხასთან შესაბამისობას.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №316 – ვებგვერდი, 21.02.2025წ.
თავი IX
გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3971683-sajaro-dawesebulebashi-shromis-anazghaurebis-shesakheb/34.md
