---
title: "მუხლი 13. უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/13"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/13

1. უძრავი ქონების მყიდველის პასუხისმგებლობა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები, აგრეთვე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადაო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

3. პრივატიზებული ქონების დოკუმენტაციის კანონიერების შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/14.md
