---
title: "მუხლი 15. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის პრივატიზების წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/15"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის პრივატიზების წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/15

1. საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად ან შენობა-ნაგებობიდან მომდინარე მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის  დემონტაჟის მიზნით პრივატიზება, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მიწის ნაკვეთი რჩება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

2. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის დემონტაჟის მიზნით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის  საფუძველზე, ამ კანონით  დადგენილი წესის შესაბამისად.

3. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დას­კ­ვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
თავი III
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/16.md
