---
title: "მუხლი 19. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/19"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/19

1. ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე.

2. ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს ხელისუფლების ორგანოებს და საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.

3. უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს  ქონების სარგებლობაში მიმღებმა.

4. აკრძალულია ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/20.md
