---
title: "მუხლი 23. ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/23"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/23

1. ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ქონების სარგებლობაში გადაცემის განსხვავებული საფასური.

2. ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, ხოლო საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება სარგებლობაში გადამცემის საბანკო ანგარიშზე.

3. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით სარგებლობაში აუქციონის გარეშე გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური, გარდა მე-22 მუხლის მე-5– მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განისაზღვრება მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. ქონების სარგებლობაში გადაცემისას სამინისტროსა და მოსარგებლეს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირდაპირი წესით გადაცემისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.
თავი V
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/24.md
