---
title: "მუხლი 5. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/5"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/5

1. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ფორმებია:
ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი;
ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა;
გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;
დ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს სამინისტრო.

3. ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.

4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/6.md
