---
title: "მუხლი 6. ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის /სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/6"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 4084525"
adopted: "2018-02-21"
consolidated_as_of: "2021-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ინფორმაცია აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის /სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2021-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/6

1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ მაინც და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ქონების განმკარგავი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4084525-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-konebis-shesakheb/7.md
