---
title: "მუხლი 10. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/10"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/10

1. სამობილიზაციო რეზერვის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.

2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარება პირი, რომელიც:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დათხოვნილია რეზერვში და აქტიურ რეზერვში არ ირიცხება;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის საფუძველზე სარგებლობს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით და რომელსაც შეუსრულდა 27 წელი ან რომელმაც აღნიშნული ასაკის მიღწევამდე გამოთქვა სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის სურვილი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში.

4. 60 წელს გადაცილებული პირი, თავისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება დარჩეს ან ჩაირიცხოს სამობილიზაციო რეზერვში.

5. სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესები.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/11.md
