---
title: "მუხლი 11. სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/11"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/11

1. სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა მოიცავს:
ა) სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს, რომლებიც გაზრდის სამობილიზაციო რეზერვისტების ოპტიმალური გადანაწილებისა და გამოყენების, ქვედანაყოფების გაძლიერების და დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს;
ბ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესებს.

2. სამობილიზაციო რეზერვისტების აღრიცხვა, შესაბამისი კრიტერიუმების (საცხოვრებელი ადგილის, განათლების, პროფესიის, სპეციალობის ან/და სხვა კრიტერიუმის) მიხედვით სისტემატიზაცია და კატეგორიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესით, სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული მართვის სისტემის მეშვეობით, რომელსაც მართავს სამინისტრო.

3. გამოძახების შემდეგ სამობილიზაციო რეზერვის მართვისათვის პასუხისმგებელია ეროვნული გვარდია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/12.md
