---
title: "მუხლი 12. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/12"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/12

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება:
ა) საომარი მდგომარეობის დროს;
ბ) საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს;
გ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. აღნიშნულ პირთა გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 45  დღეს.

3. პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურში გაწვევა ხდება თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული რაოდენობისა და კატეგორიის მიხედვით.

4. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

5. სამინისტრო უფლებამოსილია უზრუნველყოს  სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა, თუ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ − მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური) აღნიშნული ფუნქციის დროულად განხორციელებას ვერ უზრუნველყოფს.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/13.md
