---
title: "მუხლი 14. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებული პირის უფლებამოსილება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/14"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებული პირის უფლებამოსილება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/14

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს გამოძახებისას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სამობილიზაციო რეზერვში გაწვევის მიზნის, სამხედრო სარეზერვო  სამსახურისგან გათავისუფლების ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადების, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

2. სამობილიზაციო რეზერვში გამოძახებული პირი ვალდებულია:
ა) შეტყობინების მიღებისას გამოცხადდეს შემკრებ პუნქტში მითითებულ დროსა და ადგილას;
ბ) შემკრებ პუნქტში გამოცხადების შემდეგ შეასრულოს მუნიციპალიტეტის ან/და სამინისტროს უფლებამოსილი პირის მითითებები.
თავი IV. რეზერვისტების მომზადება, რეზერვისტის მიერ სამხედრო ფიცის დადება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/15.md
