---
title: "მუხლი 15. რეზერვისტების მომზადება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/15"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. რეზერვისტების მომზადება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/15

1. რეზერვისტების მომზადების მიზანია სასწავლო-ტექნიკური საშუალებების  გამოყენებით, გეგმაზომიერად ცოდნის მიცემითა და უნარ-ჩვევების გამომუშავებით:
ა) თავდაცვის ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული, მაღალი პროფესიული დონის რეზერვის ჩამოყალიბება;
ბ) რეზერვის სამეთაურო რგოლის − ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის დაკომპლექტება, აქტიური მომზადება და გადამზადება;
გ) რეზერვისტების ინდივიდუალურად, მაღალ დონეზე მომზადება.

2. რეზერვისტის მომზადება ხდება მის მიერ სამხედრო შეკრების გავლის დროს, როდესაც რეზერვისტი გადის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებულ სპეციალური მომზადების პროგრამას.

3. რეზერვისტების მომზადების დროს სათანადო ყურადღება ეთმობა რეზერვისტების ფიზიკური შესაძლებლობებისა და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანის უნარის გამომუშავებას, რაც  მათ მიერ დასახული ამოცანის წარმატებით შესრულების აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/16.md
