---
title: "მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების გამოძახება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/19"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახურის მიერ სამობილიზაციო რეზერვისტების გამოძახება — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/19

1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირს (სამობილიზაციო რეზერვისტს) გამოიძახებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური ამ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიზნების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვისტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძახებას და შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანას.

3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით შემკრებ პუნქტში გამოიძახოს სამობილიზაციო რეზერვისტი. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაში.

4. ამ მუხლის შესაბამისად გამოძახებული პირი გამოძახების მომენტიდან ითვლება სამობილიზაციო რეზერვში გაწვეულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/20.md
