---
title: "მუხლი 22. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/22"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/22

1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.

2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად უწევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
თავი VI. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურისგან გათავისუფლება
და სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/23.md
