---
title: "მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/27"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/27

1. 2018 წლის 1 ივნისიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზერვში მყოფი პირები ჩაირიცხებიან ამ კანონით გათვალისწინებულ სამობილიზაციო რეზერვში.

2. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2018 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები;
ბ) 2020 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები.

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს:
ა) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში მისაღებ პირთა შერჩევის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
ბ) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი;
გ) სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა;
დ) სამხედრო ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა;
ე) სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამა.

4. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/28.md
