---
title: "მუხლი 8. ტერიტორიული რეზერვი — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/8"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ტერიტორიული რეზერვი — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/8

1. ტერიტორიული რეზერვი იქმნება მცირე სამობილიზაციო დროში თავდაცვის  ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის, რაოდენობრივი ზრდის და ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების მიზნით.

2. ტერიტორიული რეზერვი შედის თავდაცვის  ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომ − ეროვნული გვარდია) შემადგენლობაში და ორგანიზებულია ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიული არეალისთვის მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

3. ტერიტორიული რეზერვი კომპლექტდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

4. პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და რომლის ასაკი არ აღემატება 22 წელს, უფლება აქვს, იმსახუროს ტერიტორიულ რეზერვში. ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ მას სამხედრო სავალდებულო  სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. კონტრაქტის არასაპატიო მიზეზით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნულ პირს არ უნარჩუნდება სამხედრო სარეზერვო სამსახურში მიღებული წოდება.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7012-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/9.md
