---
title: "მუხლი 9. სპეციალისტთა რეზერვი — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/9"
law: "თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4102556"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2023-09-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2023-10-12"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სპეციალისტთა რეზერვი — თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

> Text consolidated as of 2023-09-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2023-10-12.
> Cite as: თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-09-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/9

1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირთაგან.

2. თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით, ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

3. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3579 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
თავი III. სამობილიზაციო სარეზერვო სამსახური

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4102556-tavdatsvis-dzalebis-rezervisa-da-samkhedro-sarezervo-samsakhuris-shesa/10.md
