---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების საგანი — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/1"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4103880"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2019-02-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების საგანი — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2019-02-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-03-04.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2019-02-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას.

2. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/2.md
