---
title: "მუხლი 17. პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/17"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 4103880"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2019-02-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2019-02-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-03-04.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2019-02-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/17

1. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3090
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/18.md
