---
title: "მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/2"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4103880"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2019-02-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2019-02-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-03-04.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2019-02-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/2

1. ეს კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ კანონის მიზნებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით.

2. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით;
ბ) შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4095 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/3.md
