---
title: "მუხლი 22. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა — შრომის უსაფრთხოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/22"
law: "შრომის უსაფრთხოების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 4103880"
adopted: "2018-03-07"
consolidated_as_of: "2019-02-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2019-03-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა — შრომის უსაფრთხოების შესახებ

> Text consolidated as of 2019-02-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2019-03-04.
> Cite as: შრომის უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2019-02-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/22

1. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. სამართალდამრღვევის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების საფუძველზე გაცემული მითითების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს:
ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 4 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 14 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის;
ვ) პირის, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 ლარისა, ამ კანონით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი მითითების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის ორმაგი ოდენობით.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4103880-shromis-usaprtkhoebis-shesakheb/23.md
