---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/1"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "1"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/1

1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ამ კანონის მოქმედება თანაბრად ვრცელდება კონცესიასა და არაკონცესიურ  საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლისა და IV თავისა.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე და ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე მათში შეტანილ ცვლილებებზე.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებასა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6357 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/2.md
