---
title: "მუხლი 10. ფისკალური რისკების შეფასება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/10"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "10"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ფისკალური რისკების შეფასება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/10

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ასრულებს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება, კერძოდ:
ა.ა) საჯარო ფინანსების ხელმისაწვდომობის შეფასება;
ა.ბ) ხარისხის ფასთან თანაფარდობის შეფასება;
ა.გ) ფისკალური რისკების შეფასება;
ა.დ) სხვა სახის შეფასება − საჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირველადი პროექტისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განხილვა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ პოტენციურ კერძო პარტნიორთან მოლაპარაკების შედეგად გადამუშავებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების განხილვა, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულისგან არსებითად განსხვავებული პირობების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განხორციელება და მის საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების შემოთავაზებული (გადამუშავებული) ან სხვა პირობებით დადების მიზანშეწონილობის შესახებ რეკომენდაციის წარდგენა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან, მათ შორის, მასში შესატან ცვლილებასთან, დაკავშირებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობა;
ე) საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების განხორციელება. აღნიშნული შეფასების შედეგად ფისკალური რისკების გამოვლენის შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილების პროექტს საჯარო პარტნიორი განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ვ) ამ მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება.
თავი III. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/11.md
