---
title: "მუხლი 12. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/12"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "12"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/12

1. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან სააგენტო. კონცესიის განხორციელების თაობაზე საინიციატივო შეთავაზების შემთხვევაში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება შეიძლება განახორციელოს აგრეთვე კერძო ინიციატორმა ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

2. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და მომზადება ხორციელდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის  შესაბამისად, სახელმწიფო განვითარების გეგმის/სტრატეგიის ან/და მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.
საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/13.md
