---
title: "მუხლი 17. კონცესიონერის შერჩევის წესი და შერჩევის პროცესის სახეები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/17"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "17"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. კონცესიონერის შერჩევის წესი და შერჩევის პროცესის სახეები — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/17

1. კონცესიონერის შერჩევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო  შერჩევის პროცესის საფუძველზე, ამ მუხლისა და ამ კანონის მე-18−მე-20 მუხლების შესაბამისად.

2. კონცესიონერის შესარჩევად გამოცხადებული შერჩევის პროცესი შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული.

3. საჯარო შერჩევის პროცესი ღიაა შერჩევის პროცესის მონაწილისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

4. შერჩევის პროცესი საჯაროა, გარდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებთან დაკავშირებული შერჩევის პროცესისა, რომელიც დახურულია. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტთან დაკავშირებით ჩასატარებელი შერჩევის პროცესი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/18.md
