---
title: "მუხლი 20. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/20"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "20"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების დადება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/20

1. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (მათი არსებობის შემთხვევაში) და რომლის წინადადება, შესარჩევი კომისიისა და საქართველოს მთავრობის შეფასებით, შეიცავს საუკეთესო პირობებს სხვა მონაწილეთა წინადადებებთან შედარებით.

2. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება შერჩევის პროცესის დოკუმენტაციითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
თავი V. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/21.md
