---
title: "მუხლი 24. საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/24"
law: "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ"
article: "24"
identifier: "2273-IIს"
adopted: "2018-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენება — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/24

1. საჯარო ინფრასტრუქტურა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. კერძო პარტნიორი ვალდებულია ჯეროვნად დაიცვას საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და საჯარო ინფრასტრუქტურის გამოყენებისთვის დადგენილი სტანდარტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4193442-sajaro-da-kerdzo-tanamshromlobis-shesakheb/25.md
